სწორი პოზიციაა. ვისაც პოლიტ “რაზბორკების” გაგრძელება სურს, თბილისში ბევრი ჩიხია, ჩაიცუცქოს და არჩიოს საქმე -ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი გიგი უგულავა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვთ, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები.
“სწორი პოზიციაა. ვისაც პოლიტ “რაზბორკების” გაგრძელება სურს, თბილისში ბევრი ჩიხია. ჩაიცუცქოს და არჩიოს საქმე. სჯობს აქ დავსვათ წერტილი, მეგობრებო!”- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.