ვისაც ბავშვები დასასვენებლად ვერ მიჰყავს,… – რჩევა მანჩო გიორგობიანისგან

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი ადამიანებს, რომლებსაც შვილები ზღვაზე დასასვენებლად ვერ მიჰყავთ, რჩევას აძლევს.

 

„ერთ კარგ იდეას მოგაწოდებთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბავშვები დასასვენებლად ვერ მიჰყავს ზღვაზე!

მოკიდეთ ოჯახს ხელი, იქირავეთ კახეთში ოთახები ან სახლი და გაატარეთ ზაფხული ამ ტურისტული ობიექტებით და ტბებით დახუნძლულ მხარეში!

კვირის დღეებში იმუშავებთ ვენახებში, მწვანე სამუშაო ერთი ცვლა 35 ლარი, დილა-საღამოს მუშაობა კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება, კვებითურთ.

ცოლ-ქმარი მშვენიერ თანხასაც დააგროვებდა, ბავშვებსაც დაასვენებდა და შაბათ-კვირას ექსკურსიებზეც ივლიდნენ!

კახელმა მეგობარმა მითხრა, სამეგრელოდან ჩამოდიან სამუშაოდო და ამიტომ გადმოვაწყვე თბილისზეც…
უცხოელი ტურისტები მაგ მწვანე სამუშაოში იქეთ იხდიდნენ 30 ევროს ხოლმე, მეტი შთაბეჭდილებისთვის და თქვენ შეათავსებთ სასიამოვნოს სასარგებლოსთან… ჭირს კახეთში მუშა-ხელი“, – წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

“პრაიმტაიმი”