სალომე ზურაბიშვილი – “ყალბი” რეფერენდუმის გაფორმებას, რათა გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს
“ყალბი” რეფერენდუმის გაფორმებას, იმისთვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ლიდერებთან ერთად ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას.
„ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – წერს პრეზიდენტი.
Formalizing sham referendum to support a blatant violation of international law and forceful annexation has no legitimacy, no future.
We reject such gross violations of international law and reiterate our full support to Ukraine’s territorial integrity.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 30, 2022