ვლადიმირ პუტინის თქმით, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიიჟიის მაცხოვრებლები რეფერენდუმების შემდეგ სამუდამოდ გახდნენ რუსეთის მოქალაქეები.
ამავდროულად ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ გამართული რეფერენდუმების შედეგები ვერ იქნება განხილვის საგანი.
“მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიიჟისა და ხერსონის მაცხოვრებლების არჩევანი განხილვას არ ექვემდებარება”,- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.