ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
„ექიმების ძალისხმევისა და მათი რეკომენდაციების დაცვის წყალობით ვირუსი დავამარცხე, თავს კარგად ვგრძნობ და სრულფასოვან მუშაობას ვუბრუნდები. ჩემს ხალხთან ერთად გადავიტანე ყველა ის სირთულე, რომელიც ამ ვირუსს ახლავს. მინდა ვუსურვო ყველა ინფიცირებულს მოთმინება, სიმამაცე და სწრაფად გამოჯანმრთელება“, – აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა.
კოვიდ 19 ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს 18 ივნისს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
“იმედი”