ეუთო: უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია ომის ესკალაციას გამოიწვევს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ რუსეთის მიერ ოთხი რეგიონის შეერთება დაგმო.

„რუსეთის ეს ქმედება, რომელიც მოიცავს სამხედრო მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარას, გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტის უფრო მეტ ესკალაციას და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში ჩააყენებს“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

დღეს კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა  ოთხი რეგიონის შეერთებას მოაწერა ხელი.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავისი ტერიტორიების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.