შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ  ოთხი  რეგიონის შეერთებას ეხმაურება და თავის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

„მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია და წარმოადგენს აშკარა უარს ნებისმიერ მდგრად მომავალზე გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე.