საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საოკუპაციო რეჟიმებზე წნეხი არის საჭირო. ცხადია, რუსები წინააღმდეგობას გაგიწევენ, მაგრამ უნდა წნეხო. კავკასიიდან პრაქტიკულად გასულები არიან, ცოტა პატარა წიხლის მიყოლება უნდა და გავლენ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო რეჟიმებზე წნეხი არის საჭირო. ამის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს, რუსები უნდა გავიდნენ იქიდან, ამას უნდა ითხოვდნენ მკაცრად ყველა ტრიბუნიდან და იქ უნდა შევიდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელსაც მანდატით ეკუთვნის შესვლა და რუსები არ უშვებენ. ამ მიმართულებით შეგიძლია ბევრი იჩხუბო, ცხადია რუსები წინააღმდეგობას გაგიწევენ, მაგრამ უნდა წნეხო და მათ შორის უნდა ჩართო ჩვენი დასავლეთ პარტნიორები, რომ ყველა ფორმატით ამაზე იყოს წნეხი. ამას კარგად თუ გააკეთებ რუსები გავლენ. კავკასიიდან პრაქტიკულად გასულები არიან, ცოტა პატარა წიხლის მიყოლება უნდა და გავლენ” – აღნიშნა ჯაფარიძემ.