ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ეს ევროპის ტერიტორიის ძალისმიერი ანექსიის ყველაზე დიდი მცდელობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის ტერიტორიის კიდევ 15% – ტერიტორია, რომელიც დაახლოებით პორტუგალიის ზომისაა. უკანონოდ ჩამორთმეული რუსეთის მიერ იარაღის მუქარით. ფიქტიური რეფერენდუმი მოსკოვში იყო ჩაწყობილი. ეს მიტაცება უკანონოა. ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უარყონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ძალით წაიღო უკრაინის ტერიტორია. თუმცა, ეს არ ცვლის კონფლიქტის ბუნებას. ეს რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მან დაიცვას თავდაცვის თავისი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.