ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესა ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს
ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე აგვისტოს 16,1%-დან სექტემბერში 17,2%-მდე გაიზარდა, რაც უკანასკნელი 26 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროსტატის მიერ დღეს ევროზონის 19 ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონის შესახებ გამოქვეყნებული მოცემების თანახმად, პოლონეთზე უფრო მაღალი წლიური ინფლაციის დონე სექტემბერში დაფიქსირდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი – 24,2%, ლიეტუვა – 22,5%, ლატვია – 22,4%)