ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ „თუ ევროპელებს სურვილი ექნებათ“, უკრაინაში მშვიდობა რამდენიმე დღეში დამყარდება.
მისივე თქმით, „მოძმე ხალხებს შორის არსებული კონფლიქტი ტრაგედიაა“.
„თუკი ევროპელებს ეს გულწრფელად სურთ, მშვიდობა რამდენიმე დღეში დამყარდება. ვაფრთხილებ ევროპელებს: კიდევ ერთხელ დაფიქრდით და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ დედამიწაზე მშვიდობა იყოს.
მოძმე ხალხებს შორის კონფლიქტი უდიდესი ტრაგედიაა. ბელარუსი გულწრფელად ცდილობდა მთელი ძალით აღეკვეთა ეს სიგიჟე, მე ყოველთვის ვიყავი მოლაპარაკებების მხარდამჭერი და სწორედ ბელარუსის მიწაზე გაიმართა მოლაპარაკებების სამი რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.