ენტონი ბლინკენი – მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც გაწევრიანება სურთ, ამისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თავის კანადელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ს ღია კარს, ნატო-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება და შეუძლიათ ნატო-ს შესაძლებლობები შემატონ. ამისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც ქვეყნები კვლავაც გაჰყვებიან“ – განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანის შესახებ დღეს განაცხადა.
წყარო: newposts.ge