პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან უკვე გააფრთხილა შოიგუ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ

პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან გააფრთხილა სერგეი შოიგუ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსეთის პრეტენზიები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ და აღნიშნა, რომ მან რუს კოლეგას სერგეი შოიგუს გაფრთხილება გადასცა ამგვარი ნაბიჯის შესაძლო შედეგების შესახებ.

პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი – ვლადიმერ პუტინი.

„პუტინს არაფერი უშლის ხელს. როგორც მან მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ, ასევე შეუძლია სხვა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ახლა მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ({ბირთვული იარაღის გამოყენება}“, – განაცხადა ოსტინმა.

ოსტინმა თქვა, რომ სერგეი შოიგუსთან პირად საუბარში მან გააფრთხილა, „არ წახვიდე ამ გზაზე და არ მოიქცე ასე უპასუხისმგებლოდ“.

– “მე პირადად არ მილაპარაკია შოიგუსთან ბოლო დღეებში, მაგრამ მე ვისაუბრე მანამდე და ვისაუბრე ზუსტად ამ პრობლემაზე“ – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

წყარო: pia.ge