საქართველოში რძის ფასი იზრდება

საქართველოში ნედლი რძე ისევ ძვირდება. georgiandairy.org-ის მონაცემებით, ფასები უპრეცენდენტოდ მაღალია.

 

ბოლო წლებში, მათი ზრდის მიზეზი მიწოდების მხარეს არსებული პრობლემებია, რომლებსაც ახლა გლობალური კრიზისიც დაემატა. ფასის ზრდა ხშირად გადარჩენის მექანიზმად გამოიყენება – თუმცა ამით საბოლოოდ მომხმარებელი ზარალდება.

საინფორაციო პორტალის მონაცემებით, შინამეურნეობები ერთ ლიტრ ნედლ რძეს საშუალოდ 0.80 ლარად აბარებენ; კომერციული ექსტენსიური ტიპის ფერმები კი – 1.00 ლარად.

შარშანდელთან შედარებით, ნედლი რძე შინამეურნეობებში 5%-ით, კომერციულ ექსტენსიურ ფერმებში კი – 13%-ით გაიზარდა.

georgiandairy.org-ის ინფორმაციით, ასევე უპრეცენდენტოა მსგავსი დიდი სხვაობა ორი ჯგუფის ფასებს შორის – კომერციულმა ექსტენსიურმა ფერმებმა ბევრად უფრო მაღალი ფასის მიღება შეძლეს, ვიდრე შინამეურნეობებმა. რაც კომერციული მერძეული სექტორის უპირატესობებით აიხსნება: უფრო მარტივი ლოგისტიკა – მეტი რძის შეძენის შესაძლებლობა ერთი ფერმიდან, ვიდრე ერთი შინამეურნეობისგან; შედარებით მაღალი ხარისხი; მეტი გავლენა ფასის ფორმირებაზე.

„ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის ფონზე კი, რძის მწარმოებლები იძულებულნი არიან ფასები აწიონ თავიანთ პროდუქტზეც, ან დატოვონ ბაზარი, – აღნიშნულია georgiandairy.org-ის კვლევაში.

bpn.ge