ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა.
ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ ჭყლეტაში დაღუპულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა.
კონფლიქტი აღმოსავლეთ იავაში მდებარე სტადიონზე საფეხბურთო კლუბ არემასა და პერსებაიას შორის თამაშის დროს დაიწყო. მას შემდეგ რაც არემა დამარცხდა, გულშემატკივრები სტადიონზე შეიჭრნენ და არეულობის მოწყობა სცადეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რასაც სტადიონის გასასვლელებში ჭყლეტა მოჰყვა.
წყარო: pia.ge