პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე კედლის აღმართვა დაასრულა.
პოლონეთის მთავრობის კომისარმა საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების საკითხებში ბელორუსის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასრულება გამოაცხადა.
– “პოლონეთმა დაასრულა დამცავი ბარიერის მშენებლობა ბელორუსის საზღვარზე. უკანონო შესვლა პოლონეთში ახლა შეუძლებელია. პოლონეთის საზღვარი დღეს ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა” – წერს სტანისლავ ჟარინი.
შეგახსენებთ, რომ ამაწლის იანვარში, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ღობის მშენებლობა დაიწყო, ბელორუსიიდან არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად. სამუშაოები ზაფხულის შუა რიცხვებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა გეოლოგიური სირთულეების გამო გადაიდო და ეხლა დასრულდა.
https://twitter.com/StZaryn/status/1576133063733411840
წყარო: 7tv.ge