ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში საბრძოლველად მიემგზავრება.
„არასრულწლოვნობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამშობლოს დამცველების წვრთნას. ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლის არიან, მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, ადრეული ასაკიდან დაიწყო. არ ვხუმრობ. დადგა დრო, რომ თავი გამოიჩინონ ნამდვილ ბრძოლაში და მე მხოლოდ მივესალმები მათ სურვილს. მალე ისინი ფრონტის ხაზზე წავლენ და კონტაქტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან“, – წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.