რუსეთის სახელმწიფო დუმამ ახალი რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა.  დონეცკის რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას 413-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ლუგანსკის  რესპუბლიკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს  – 409-მ, ხოლო ხესონის – 411-მა. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა.

მოგვიანებით, რუსეთის დუმის სპიკერმა განმარტება გააკეთა, რატომ აისახა ტაბლოზე მხარდამჭერი დეპუტატების სხვადასხვა რაოდენობა. ვიაჩესლავ ვოლოდინმა სთხოვა, დეპუტატებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ამის შემდეგ დუმის დეპუტატები შეუდგნენ  ოთხი ახალი რეგიონის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ საკონსტიტუციო პროექტების განხილვას.

სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა აშშ და განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს უფლება, დაიცვას რუსები და რუსულენოვანი მოქალაქეები უკრაინაში.

ხვალ, ახალი ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ.