აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო

აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით,  პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.

კერძოდ, პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ჯარში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე პირებს, რომლებიც არ არიან აღრიცხული რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან ის სამხედროები, რომელთა სამხედრო სამსახურის ვადა ამოიწურა.