ხორცპროდუქტები, რომლებიც მსოფლიოსა და საქართველოში ყველაზე პოპულარულია

ხორცპროდუქტები, რომლებიც მსოფლიოსა და საქართველოში ყველაზე პოპულარულია.

გემ­რი­ე­ლი, ნოყი­ე­რი, სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი – ასე შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სი­ა­თოთ მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. დღეს ბა­ზარ­ზე ასო­ბით და­სა­ხე­ლე­ბის სო­სი­სი, ძეხ­ვი თუ სხვა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი არ­სე­ბობს. მათი უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბის რე­ცეპ­ტე­ბიც შე­მორ­ჩე­ნი­ლია და პა­რა­ლე­ლუ­რად, იქ­მნე­ბა ახა­ლი ვერ­სი­ე­ბი. სო­სი­სის სამ­შობ­ლოს სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ავ­სტრია და გერ­მა­ნია ებ­რძვი­ან. სწო­რედ ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში იწარ­მო­ე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი.

პრო­დუქ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რო­მე­ლია 3 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. მო­ნა­ცე­მე­ბი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. რე­ი­ტინ­გი სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად და­მო­კი­დე­ბუ­ლია სე­ზონ­ზეც. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა და მას თქვენც გა­გაც­ნობთ. პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბის რე­ი­ტინ­გი www.tasteatlas.com-ს ეკუთ­ვნის.

ბრათ­ვურსტი – გერ­მა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ეს სო­სი­სი მუდ­მი­ვად მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს ხრო­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის სხავ­დას­ხვა რე­ი­ტინ­გში. ის გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბა­ში. გერ­მა­ნი­ა­ში ის ცნო­ბი­ლია, რო­გორც „ნი­ურ­ბერ­გუ­ლი ბრათ­ვურსტი“ (Nuremberg Bratwurst). ეს არის სო­სი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის რე­ცეპ­ტიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლია. სო­სი­სის სიგ­რძე სტან­დარ­ტუ­ლად 8 სმ-ია. მის და­სამ­ზა­დებ­ლად სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხორცს იყე­ნე­ბენ. ბრათ­ვურსტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სუ­ნე­ლე­ბი და სა­ნე­ლებ­ლე­ბი შე­დის. სწო­რედ ეს ხდის მას გან­სა­კუთ­რე­ბით გემ­რი­ელ­სა და არო­მა­ტულს. რო­გორც წესი, ბრათ­ვურსტს მი­ირ­თმე­ვენ გრილ­ზე შემ­წვარს მდოგ­ვსა და პირ­შუშ­ხას­თან ერ­თად.

წყარო: realoba.ge