გია ხუხაშვილი: საქმე ისე წავიდა, რომ “ოცნებას” ისევ დასავლეთისთვის ერთ ადგილზე კოცნა შეიძლება დაჭირდეს

ამ ვირეშმაკობის ისტორია ბევრად უფრო ბანალურია, ვიდრე ვინმეს გონია:
ამდენი იმუშავეს, ამდენი ფული ჩადეს, შექმნეს “ომი არ გვინდა” ანტი-დასავლური ელექტორალური მასა.
ახლა საქმე ისე წავიდა, რომ ქართულ ოცნებას ისევ დასავლეთისთვის ერთ ადგილზე კოცნა შეიძლება დაჭირდეს. – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამ შექმნილ აქტივს ხომ არ დაკარგავენ და გადასხეს დესანტი. იქ გასამაგრებლად. ასე იქცევა ხალხი, რომელსაც ძალაუფლების მეტი ფასეულობა არ გააჩნია და ამის გამო უნდა ერთდროულად იყოს მემარცხენეც და მემარჯვენეც, კონსერვატორიც და ლიბერალიც, მგელიც და კრავიც… პროვინციული სპექტაკლი, არაპროფესიონალი მსახიობებით, რომელსაც იძულებული ვართ ვუყუროთ.” – წერს გია ხუხაშვილი.