რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში დროებითი მეთაურები დანიშნა.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პირები რეგიონებს იქამდე უხელმძღვანელებენ, ვიდრე რეგიონულ მეთაურებს რუსული კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების წესით აირჩევენ.
ოთხივე მათგანი იგივე პირია, ვინც ამ რეგიონებს რუსეთისთვის მიერთებამდე ხელმძღვანელობდნენ. კერძოდ, დონეცკში დენის პუშილინი, ლუგანსკში – ლეონიდ პასეჩნიკი, ზაპოროჟიეში ევგენი ბალიცკი და ხერსონში – ვლადიმირ სალდო.