ინდოეთში სპეცოპერაციისას 8 პოლიციელი მოკლეს

ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უტარ-პრადეშის შტატის სოფელ დიკრუში კრიმინალურმა დაჯგუფებამ 8 სამართალდამცავი მოკლა. მათ შორის ერთი მაღალჩინოსანი – ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.

პოლიციელები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელში სპეცოპერაციის ჩატარებას და დანაშაულებრივი ჯგუფის აყვანას გეგმავდნენ, თუმცა კრიმინალებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს და სახლის სახურავებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

წყარო: report.ge