? შე ჩანჩურა, კურდღელო, ქათამო…“ – ლევან ხაბეიშვილს ხარაგაულში დაუპირისპირდნენ

„შე ჩანჩურა, შე კურდღელო, თუ კაცი ხარ რად გინდა დაცვა“, – ასე მიმართეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს ხარაგაულში.

ლევან ხაბეიშვილი ხარაგაულში ჩავიდა და კითხვები დასვა იმის შესახებ თუ რატომ დაუნიშნეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დავით კიკნაძეს 4 000-მდე ლარი აქვს შემოსავალი.