დარწმუნებული ვარ, რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს საქართველოს რომელიმე საგამოძიებო ორგანომ, „მთავარი არხი“ არ დაუშვებს, რომ მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „მთავარის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ვერავინ ჩაერევა.
„იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არავის აძლევს შესაძლებლობას, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა თვალსაზრისით, რომელიმე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერიოს. თუ რაღაც რიტორიკული პასუხისთვის მისვამთ შეკითხვას, ჩემი პასუხი ასეთია – ვერ ჩაერევიან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
“იმედინიუსი”