უკრაინის “პრეზიდენტ” ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, „პუტინი ვერ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ავსტრალიის ლოის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„ის ხვდება, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შენარჩუნებას, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ეჭვი ეპარება, აქვს კი ვლადიმირ პუტინს საკმარისი კონტროლი რუსულ სამხედრო ოპერაციაზე, ტაქტიკური ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად.
ვლადიმერ ზელენსკის განმარტებით, „რუსებს უჭირთ კონტროლი ყველაფრის, რაც მათ ქვეყანაში ხდება, ისევე როგორც ვერ აკონტროლებენ ყველაფერს, რაც ბრძოლის ველზე ხდება“.