სოსო თოფურიძეს არ ვიცნობ, არ ვიცი, რა ბადით მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, მაგრამ ზოგადად, პარტიაში ვითარების გარკვევას ვგულშემატკივრობ და თუ სოსო თოფურიძის მიერ ნასროლი ბადე ამაში დაგვეხმარება, დიდი ყურადღებით დავაკვირდები, რა მოყვება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგი ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საერთოდ გაუგებარია რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში
„არც სოსოს სურვილებისა და ვნებების შესახებ ვიცი ამ პარტიასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მაკლია. თქვენ ჩემი უცვლელი პოზიცია იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია მას რას უზამს. მოვუწოდებდი, ეს პარტია დაშალოს, რადგან მისთვისაც კარგი იქნებოდა და პოლიტიკური ვითარებისთვისაც. თუ არ იშლებიან, მაშინ დროზე დალაგდნენ, რადგან არჩევნები კარს მოგვადგა და როცა ამხელა ამომრჩევლის პარტიამ არ იცის, პარტია არსებობს თუ არა, თან დაშლილია თუ არა, ეს ყველაზე ცუდი ვერსიაა. ამას ყველა სხვა ვარიანტი სჯობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსნმა, სოსო თოფურიძემ დღეს განაცხადა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, დაპირისპირება მიღებულია, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს“.