ამოვიდეთ ხალხო,პრეზიდენტი გვეღუპება, სირცხვილია, თავის მოჭრა იქნება, დათქვით დრო, საათი, მე დავთქვი 10-ში მაგრამ მაშინ დიდი ძალისხმევით მელიამ გააჩერა პროცესი _ ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მხოლოდ გონიერებას ველოდები, რაც მხოლოდ ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული და ეს გახლავთ ბიძინა ივანიავილი. რა ბრძანებასაც გასცემს ის იქნება. ძირითადად ოლიგარქები არაპროგნოზირებადი არიან, ამიტომ სააკაშვილის მდგომარეობა რუსეთის მარცხზეა დამოკიდებული. ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთი მარცხდება. მაქვს წინდახედულობის იმედი, ასეთი უტვინოც არ მგონოა ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერ გაითვალისწინოს სამომავლოდ რა სირთულედ შეიძლება თავად მას შემოუბრუნდეს და ისტორიულად ქვეყანასაც. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მას და მის ოჯახის წევრებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ასეთ რამეს, ჯიშ-ჯილაგს არ პატიობს ქვეყანა და ქართველები კიდევ ნეკროლოგის ხალხი ვართ, ცოცხლებს ვერ ვაფასებთ და ნებისმიერ ნეკროლოგში მაგრები ვართ. ამიტომ ვამბობ, რომ დიდი გონიერება და სიფრთხილე მართებს მას. მე გეუბნებით, რომ დაიღუპევა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძალიან მძიმე ვითარებაა. მივმართავ ხალხს, მიაფურთხეთ ამ უნითო თავმჯდომარეს, ამ არაფრის გამკეთებელს, ამ მიზანმიმართულად ამის გამკეთებელს, გამოვიდეთ ხალხო,პრეზიდენტი გვეღუპება, სირცხვილია, თავის მოჭრა იქნება, დათქვით დრო, საათი, მე დავთქვი 10-ში მაგრამ მაშინ დიდი ძალისხმევით მელიამ გააჩერა პროცესი. ნეტა არ შემომეყო ცხვირი ამ ბინძურ პოლიტიკაში, მესაზიზღრება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, მაგრამ სანამ ეს სარანჩა საქარათველოშია, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიქნები პოლიტიკაში’_ განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.