დიმიტრი პესკოვი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე – კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც დაკავშირებულია კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებასთან

კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება და „დიდი შვიდეულის” სამიტიდან მოსალოდნელია დაპირისპირების გაგრძელება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე საკმაოდ ფართოდ გამოაცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს”, – განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ელის კრემლი „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან და როგორი იქნება რეაქცია, თუ მხარეები შეთანხმდებიან კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

„სამიტის წინა განწყობა ჩვენთვის გასაგებია, კონფრონტაცია გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მოწვევის აუცილებლობაზე, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება.