კარგი სიახლე იტალიაში: მედიცინის მკვლევარმა პასკვალე მარიო ბაკომ, ვირუსოლოგმა ჯორდანო ტარომ, იურისტმა ანჯელო ჯორჯანომ და ადვოკატმა ედვარდო პოლაკომ ასოციაცია “ერეტიკოს” დახმარებით, რომის პროკურატურის და კონტეს მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში. საჩივარს იზიარებს და ხელს აწერს 2 000 იტალიელი ექიმი და იურისტი.
საჩივრის დოკუმენტაცია სრულყოფილად მოიცავს პანდემიის პერიოდში იტალიაში გარდაცვლილი ავადმყოფების ისტორიებს და ოქმებს, რომლებიც სრულიად გაყალბებულია. საჩივარში ნათქვამია, რომ აღნიშნული ავადმყოფები, რომლებსაც კოვიდ 19-ზე პოზიტივი დაუდასტურდათ, არ გარდაცვლილან ვირუსით. ისინი გარდაიცვალნენ არასწორი მკურნალობის შედეგად, რაც ძირითადად გამოიხატებოდა ექიმების მხრიდან სასუნთქი აპარატების გამოყენებაში. გარდაცვლილების დიდი ნაწილი კი, მოხუცთა თავშესაფრებში პერსონალის მხრიდან აღმოჩნდნენ მიტოვებულები და გარდაიცვალნენ უპატრონოდ დარჩენილები. პროკურატურაში შეტანილია ათასობით საჩივარი მათი ახლობლების მხრიდან, რომელზეც არ არის არავითარი რეაგირება. არცერთი ექიმი და არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი დღემდე არ განიცდის სინდისის ქენჯნას მათ მიმართ და არ იხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მათ დახოცეს უმწეო პაციენტები. იმ დროს, როცა , როგორც ვირუსოლოგი სტეფანო მონტანარი ამბობს, მათი მკურნალობა შეიძლებოდა სახლის პირობებში და ეს გაკეთდებოდა 20 ევროს წამლების საფასურად. საჩივარში საუბარია აგრეთვე დღემდე ნიღბების გამოყენების აუცილებლობის შესახებ, იმ დროს, როცა ევროპის ბევრ ქვეყანაში ნიღბებს დახურულ სივრცეშიც კი აღარ იყენებენ. რაც შეეხება, ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათს, ეს არის იტალიის კონსტიტუციის სრული დარღვევა. ვაქცინის გაკეთების აუცილებლობა უნდა გადაწყვიტონ ექიმმა და მისმა პაციენტმა. პასკვალე ბაკომ ინტერვიუში განაცხადა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს იტალიაში, პანდემიის პერიოდში, ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ.
წყარო: facebook”