ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა უფრო აგრესიული არ გამხდარა. ეს განცხადება ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ გააკეთა. მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვირუსის მუტაციას აკვირდება.
“მეცნიერები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან კორონავირუსის გენომის ჯაჭვებს, რომელთა რაოდენობა 50 ათასზე მეტია. ვირუსის მუტაცია ჯერ კიდევ თებერვალში დადგინდა.არ გამოვრიცხავთ რომ მუტაციის შედეგად ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდეს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი მარია ვან კერკოვე.
გარდა ამისა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის ლოდინის ნაცვალად, ვირუსთან ბრძოლა ახლა არის საჭირო. მაიკლ რაიანის თქმით, ახლა მსოფლიო ვირუსის პირველი ტალღის მეორე პიკშია.
“კურიერი”