ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რვა ადამიანია დაკავებული. საქმეში ფიგურირებს ორი ქართველის სახელი. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა.
დაკავებულთაგან ხუთი რუსი, სამი უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა, იტყობინება რუსეთის კონტრდაზვერვა ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი.
“ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული სამშენებლო პოლიეთილენის 22 ფილაზე, რომელთა ჯამური წონა შეადგენდა 22 770 კილოგრამს”, – ნათქვამია პრესრელიზში.
აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი ოდესის პორტიდან გაემგზავრა ბულგარეთის რუსაში, კონტრაქტით № 02/08/2022, რომელიც გაფორმდა კიევის კომპანია შპს “Транслогистик УА” -სა და ბულგარულ Baltex Capital S.A-ს შორის.
ბულგარეთიდან ტვირთი გადატანილ იქნა საქართველოს პორტ ფოთში, შემდეგ კი სომხეთში. გადაზიდვაში მონაწილეობდნენ: უკრაინის მოქალაქები ციურკალო მიხაილ ვლადიმირის ძე, კოვაჩი დენის ოლეგის ძე, სოლომკო რომან ივანის ძე, საქართველოს მოქალაქეები ინასარიძე სანდრო და ბროკერი სახელად ლევანი, ასევე სომხეთის მოქალაქე ტერჩანიანი არტური.