ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

ბორჯომის მუნიციპალური ტრანსპორტი, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე უფასოდ მოემსახურება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

6, 7, 8, 9, 10, 11 ივლისს მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ბორჯომის ცენტრალური მოედნიდან, დილის 7 საათზე გავლენ. შემდეგი დღეების განრიგის შესახებ, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და „საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ სამსახურს ეკუთვნის.

“sknews.ge”