გიგა ბოკერია: დეოლიგარქიზაციას ხელისუფლების შეცვლის გარდა არაფერი უშველის

„საერთოდ საკითხი ეგრე აღარც უნდა იდგეს, რომელი პუნქტი შესრულდა, სრულდება თუ არა ეს პუნქტები, ზოგადად არ არსებობს რაიმე კანონი, რომელსაც მიიღებ და ეს უშველის ქვეყანას, თუ პოლიტიკური ნება არ არის და სისტემა აწყობილია ოლიგარქზე.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროკავშირის მიერ შესასრულენელ 12 პუნქტზე დასმულ შეკითხვას

„ეგეთი კანონი არ არსებობს, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციას მოახდენს მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ხელისუფლების შეცვლის გარდა ამას არაფერი არ უშველის. ამიტომ ნებისმიერი მოლიდინი იმაზე შესრულდება, თუ არა, არის ან თავის მოტყუება ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ