ლოიდ ოსტინი – ამ სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას

ლოიდ ოსტინი – ამ სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე.

– “ამ სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას. ჩვენ ამაზე ვრჩებით კონცენტრირებული. ჩვენ მივაწვდით იმ სისტემებს, რომლებიც ხელთ გვაქვს, რომლებიც ხელთ აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია. ჩვენ ასევე ვეცდებით, მივაწოდოთ დამატებითი საბრძოლო მასალა არსებული სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები გამოიყენებენ” – თქვა ოსტინმა.

წყარო: alt-info.ge