ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგო გარდაიცვალა – ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა ისაუბრა.
“მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის მდგომარეობის სტაბილიზაცია, მართვით სუნთქვაზე გადაყვანა, დასტაბილურების შემდეგ, გადაყვანილ იქნა პედიატრიულ კლინიკაში, რაც შეეხება გოგონას, 13 წლის, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა.
შეგახსენებთ, სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის გამო ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა, სადაც 13 წლის გოგო დაიღუპა.