გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები. – ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში.
სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.
ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები.
სამი ბავშვიდან ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც დღეს ვაკის პარკშის შადრევანის აუზში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.13 წლის გოგონა, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა