საფრანგეთმა ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს, გაზის მიწოდება ორ ქვეყანას შორის არსებული ერთადერთი მილსადენით, ზაარის ფედერალური მიწის გავლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივი აირის ფრანგული ოპერატორი GRTGaz ავრცელებს.
“უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ახალ ენერგეტიკულ სიტუაციაში, საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს გერმანელ მეზობელს და უშუალოდ მას გაზით ამარაგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
პირველ ეტაპზე გერმანია საფრანგეთიდან ყოველდღიურად საათში 31 გიგავატ გაზს მიიღებს. ბუნებრივი აირის რაოდენობა შეიძლებამ მაქსიმუმ საათში 100 გიგავატამდე გაიზარდოს დღეში.
საფრანგეთი, რომლის ატომური ელექტროსადგურების წარმოებაც ამჟამად შემცირებულია, სანაცვლოდ ელექტროენერგიას გერმანიიდან მიიღებს ზამთრის კრიტიკული თვეების გადასალახად. საფრანგეთში, ტექნიკური სამუშაოების გამო, ამჟამად 56 ატომური ელექტროსადგურიდან მხოლოდ 30 მუშაობს. უახლოეს კვირებში 40 ატომური ელექტროსადგური უნდა დაუკავშირდეს ქსელს, ხოლო იანვარში – 46.