უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერრ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი მთლად ადეკვატური ადამიანი არ არის და თავისი არსით ტერორისტია, რომელთანაც მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია.
ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანული ტელეკომპანია ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაინახა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნდობა შეუძლებელია და უკრაინა მართალია.
„ჩვენ დიდხანს ვაკაკუნეთ გერმანულ ფანჯრებსა და კარზე, რომ ისინი ჩვენთვის გაღებულიყო და ჩვენ მოგვისმინეს: ჩვენ რეალურად, უკვე საქმე გვაქვს არა მთლად ადეკვატურ ადამიანებთან და არაადეკვატურ ადამიანებთან მოლაპარაკება რთულია. მათ შეუძლიათ, რამეს დაგპირდნენ და ეგრევე სხვაგვარად მოიქცნენ. ისინი უკვე ტერორისტები არიან, რომლებმაც ბოლომდე არ იციან, რა სურთ, რადგან ემოციურად ყოველდღე ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას. კანცლერი უფრო ღრმად შევიდა თემაში – მე მადლობელი ვარ, ამას ძლიერი გავლენა აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უყრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფართომასშტაბური ომის დაწყებამდე მან რამდენჯერმე სცადა პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა, თუმცა რუსეთს მოლაპარაკებები არ სურდა. „ისინი უკრაინაში შეიჭრნენ და ახლა ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები სურთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უყრაინის ლიდერის თქმით, ის მზად არის, ესაუბროს მას, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა.
„ის არაადეკვატურია, არ ესმის, რომ პირიქით, გვაერთიანებს. მას ან არ სურს დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, ან არ ესმის, რომ მისი ყოველი სარაკეტო დარტყმით მოლაპარაკებების შანსი ქრება. დღეს ის ჩვენი ქვეყნისთვის არის ტერორისტის სახე, რომელთანაც არავის სურს საუბარი. რაზე ველაპარაკოთ? როგორც ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, ჩვენ ვამბობთ: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან ვისაუბრებთ, თუმცა უკვე სხვა პირთან… ვინმე გამოჩნდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.