არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგვიტყდეს გული, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვის აღვლენის შემდეგ განაცხადა.
„მაგონდება ის დღეები, როდესაც ნაკლებად იყო ხალხი ეკლესიაში, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ მეორე მე მაგზავნიდა და ვასრულებდი ლოცვას, ახლა სხვა მდგომარეობაა. ჩვენ მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგვიტყდეს გული, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ. გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – თქვა ილია მეორემ.