„ჩემი მეზობელი იყო, მიყვარდა, მაგრამ ვერ მოვასწარი…“ – რას წერს ბიჭი, რომელიც მარიტაზე იყო შეყვარებული

13 ოქტომბერს, თბილისში ვაკის პარკში ტრაგედია მოხდა. კერძოდ, პარკის შადრევანში ბავშვებს ბურთი ჩაუვარდათ, ერთ-ერთი მოზარდი მის ამოსატანად წყალში შევიდა, თუმცა მას დენმა დაარტყა და შადრევნიდან გამოსვლა ვერ მოახერხა, მის დასახმარებლად შადრევანში კიდევ ორი ბავშვი შევიდა, თუმცა მათაც ვერ მოახერხეს გამოსვლა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვები მებაღემ ამოიყვანა შადრევნიდან. სამწუხაროდ, შემთხვევას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.

მოგვიანებით, მარიტას ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანზე კი შმდეგი ომენტარი გააკეთა ბიჭმა, რომელსაც მარიტა ჰყვარებია: „ჩემი მეზობელი იყო, მიყვარდა, მაგრამ ვერ მოვასწარი…“

წყარო: primetime.ge