15 ოქტომბერს, დილით, რუსეთის ძალებმა კიევის ერთ-ერთ რეგიონს დაარტყეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
„ყველა სამსახური მუშაობს, ადგილზე არიან მაშველები. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლში 50-ზე მეტი რუსული ჭურვი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა.
„ქალაქში განადგურდა 10-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი, რამდენიმე მაღაზია, მანქანები და რამდენიმე ოფისი“, – აცხადებს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.