“კავკასიაში უცხოური ძალების ყოფნა რეგიონის სახელმწიფოების საერთო შეშფოთებაა”…

“კავკასიაში უცხოური ძალების ყოფნა რეგიონის სახელმწიფოების საერთო შეშფოთებაა”.

“კავკასიაში უცხოური ძალების ყოფნა რეგიონის სახელმწიფოების საერთო შეშფოთებაა” – რას აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჰო­სე­ინ ამირ-აბ­დო­ლა­ჰი­ან­მა კავ­კა­სი­ა­ში უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის ყოფ­ნას რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ერ­თო შეშ­ფო­თე­ბა უწო­და და ხაზი გა­უს­ვა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის გან­ლა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ირა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ირა­ნის მთავ­რო­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო IRNA ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ­ზე ირა­ნის პირ­ველ­მა დიპ­ლო­მატ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გას­თან, ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მოვ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მხა­რე­ებ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ორ­მხრივ, რე­გი­ო­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რეს.

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აბ­დო­ლა­ჰი­ან­მა და­ა­ფიქ­სი­რა სხვა ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რა და ამას ირა­ნის “მუდ­მი­ვი პო­ლი­ტი­კა“ უწო­და.

წყარო: itv.ge