აზერბაიჯანი ეძებს მიზეზს სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის დასაწყებად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუდმივი საერთაშორისო მექანიზმია საჭიროა.
„აზერბაიჯანი განუწყვეტლივ მიაწერს ცეცხლის შეწყვეტის თავის დარღვევებს სომხეთს. ცხადია, ეს არის სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის საბაბი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა მუდმივი საერთაშორისო მექანიზმი“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
#Azerbaijan is continuously attributing its own ceasefire violations to #Armenia. Obviously, this is a creation of a pretext for new military aggression against #Armenia. A permanent international mechanism is needed to maintain the ceasefire regime and provide border security.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) October 17, 2022