ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მსჯავრდებულის და ცნობილი სადისტის მასპინძლობა იმ დაწესებულებაში, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გარანტია, რბილად რომ ვთქვათ შეუფერებელია. ადეიშვილმა ჯერ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულებზე, სანამ სხვის დანაშაულებს გამოიძიებს“, – წერს ქარუმიძე.
https://twitter.com/CoE_HRightsRLaw/status/1582048897471762433?s=20&t=9CxL8xJEx8JAvXsyF91dBQ