გელა ზედელაშვილი: გაიგეთ? შალო ისევ გაგიჟებულა… -+

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალცა ნათელაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გაიგეთ?

შალო ისევ გაგიჟებულა, ბნედა დასცემია!

რათა?

ეშმაკმა რო სილა ჰკრას, რავი, რათა, სუ გიჟი არ იყო? უბრალოდ ეხლა მოუმატა!

სადა?

აქუსთან მითრეულა, უნდა ვილაპარაკოვო, ჯანგოს ტაშტში ფეხები ჩაუყოფინებია, წყალი ცოტა ცხელი მოსვლია და ეგრევე ბნედა დასცემია. აბა, კაცო, განა გაითვალისწინეს, რო მაგას გაბაბანებული კლიმაქსი აქვს?!

 ჰოდა… თურმე შალოს, ამ ბნელაშვილს მსოფლიო ჟურნალისტიკის დისკრედიტაციად გამოვუცხადებივარ!

 ეგ კიდე არაფერი, თურმე არ გაჩერდა – შალვა რამიშვილი, ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილიც ზედ წამაკლა, ეგენიც მსოფლიო ჟურნალისტიკის დისკრედიტაციები არიანო!

 ისე, რაღა დაგიმალოთ და… სადღაც გულის კუნჭულში მესიამოვნა, სიამაყის გრძნობა გამიჩნდა, მსოფლიო პოლიტიკის პატრიარქი რომ მსოფლიო ჟურნალისტიკის დონემდე თუნდაც ასეთი გაგებით აგიყვანს, არც ისე ცუდია. მა რაააა!

 რა გინდა, შალო?

 რას გადამეკიდე, მერამდენედ უნდა გამომაცხადო ამ ქვეყნის ამომგდებად და დამაქცევრად, შე წუკლაკო?!

 გახსოვს?

 იყო დრო, ილია ჭავჭავაძეს მეძახდი. ახლა ჟურნალისტიკის დისკრედიტაციად მრაცხავ!

 არც მაშინ იყავ მართალი და არც ახლა ხარ მართალი, მაშინაც აფერისტობდი და ახლაც აფერისტობ!

 ჰო, კიდევ ერთი!

სანამ შალო ამდენ ხალხს „გაგვადისკრედიტირებდა“, ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს მისდგომია, ეგენი მკვლელები არიანო, ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხოცავენ, უბრალოდ მალავენ, თორემ ღამე ბავშვებსაც ჭამენო.

 აქუს ჩაუქირქილნია, შალო, შენ არ იცი, ადამიანებს ეგ სამარცხვინო ჟურნალისტებიც ჭამენ, ეგენი მხოლოდ კოლაბორაციონისტები კი არა, ტროცკისტებიც არიან, თავის დროზე მიქოიანმა გადაიბირაო.

 ვააა… მართლაო? – ისევ დასცემია ბნედა შალოს.

 მაშ, კაცო, თუ გინდა, ჯანგოსა ჰკითხე, მაგათი ბიოგრაფიები სუ ზეპირად იცისო.

 არა, მართლა რა გინდა, შალო, ბებიაშენის მუთაქებს როდემდე უნდა აფსა, აფსა და აფსა, აღარ მოგბეზრდა?

 ამაიღე ფეხები ტაშტიდან, წადი სახლში, კოჭი გააგორე, კოჭი თუ არ გაქვს, რამე სხვა გააგორე, ფაფა ჭამე, დაიძინე, აქუს ნუ ენდობი, უფრო მეტად გამოგაქლიავებს!

 P.S. რამიშვილმა თავის გადაცემაში გამოაცხადა, ჩვენ ჟურნალისტები არ ვართ – მე ფიზიკოსი ვარ, ბაჩო კინომცოდნეა, გური კიდევ ფილოსოფოსიო. აეგრე აირიდეს შენი რისხვა!

 მე მაქვს ჟურნალისტის დამადასტურებელი „კნიჟკა“’, სახელმწიფომ მომცა 1992 წელს.

 აბა, შენ გაქვს პოლიტიკოსის „კნიჟკა“? არ გაქვს. ამიტომაც ხარ დილეტანტი, შე „დაუნ ვი დიქტეიტევ“ შენა!“ – წერს გელა ზედელაშვილი.