მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. – ამის შესახებ პოლიტიკურ საკიტხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება შს სამინისტროს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე 9 პირი დააკავეს.
ქართულ “სამართალში” არსებობს ასეთი ცნება – “დაკავება შეთანხმებით”. ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა “ქვეშიდან გამოაძვრენ” და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.
ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება…
მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება “სამსახურებრივი გულგრილობის” კვალიფიკაცია…” წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე 9 პირი დააკავეს. მათ შორის თბილისის მერიის თანამშრომელი, “გრინსერვისი+”-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და კიდე 2 თანამშრომელი.