ზოგადად, საშუალო რგოლზე, სამუშაოს შემსრულებლებზე ჯოხის გადატეხა, ამ შემთხვევაში არ არის სწორი – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე 9 პირის დაკავების ფაქტს.
“ზოგადად საშუალო რგოლზე, სამუშაოს შემსრულებლებზე ჯოხის გადატეხა, ამ შემთხვევაში არ არის სწორი. აქ ჩვენ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და ამიტომ არის, რომ ამ შემთხვევას წინ უძღოდა ბევრი სხვა შემთხვევები თბილისში, ბათუმში მომხდარი. საბოლოო ჯამში, არაფერი იცვლება, ეს არის მთავარი პრობლემა. თუნდაც, ამ საქმეზე დაკავებული იმ 9 კაცის გარდა, კიდევ 9 კაცი რომ დაიჭირონ, თუ არ შეიცვლება მიდგომა, რომელიც დააზღვევს ადამიანს უბედური შემთხვევისგან, მაშინ აზრი არა აქვს არაფერს”_ განაცხადა “ტვ პირველის” ეტერსი ლევან იოსელიანმა.