ირანი რუსეთისთვის დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას დათანხმდა. საუბარია „ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტებისა და დრონების კიდევ ერთ პარტიაზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
ანონიმურად დარჩენილი დიპლომატების ინფორმაციით, ორ ქვეყანამ შეთანხმებას 6 ოქტომბერს მიაღწიეს, როდესაც მოსკოვს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ეწვივნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს. უწყების „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღისა და დრონების გაგზავნასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ناصر کنعانی سخنگوی وزارت امور خارجه در واکنش به برخی ادعاهای مطرح شده در خصوص ارسال تسلیحات از جمله پهپادهای نظامی از سوی ج.ا.#ایران جهت استفاده در جنگ #اوکراین، این ادعاها را فاقد صحت دانست. pic.twitter.com/V1XDK8Zk5r
— 🇮🇷 وزارت امور خارجه (@IRIMFA) October 18, 2022