ხერსონის. გუბერნატორმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ძალებს აგროვებს ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ხერსონზე.
როგორც მან აღნიშნა, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნება, მოსახლეობა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდეს.
“ამასთან დაკავშირებით, ჩემს მიერ მიღებულ იქნა რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება ბერისლავის, ბელოზერსკის, სნიგირევკისა და ალექსანდროვსკის მუნიციპალიტეტებიდან სამოქალაქო მოსახლეობის დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ორგანიზებული გადასვლის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია მასშტაბური თავდაცვითი გამაგრებების აღმართვით, რათა ნებისმიერი თავდასხმა იქნას მოგერიებული. იქ, სადაც სამხედროები მოქმედებენ, სამოქალაქოების ადგილი არ არის. დაე, რუსეთის არმიამ შეასრულოს თავისი ამოცანა.
ასეთ პირობებში ჩვენი საკვანძო ამოცანაა – შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე და საშუალება მივცეთ რუსეთის ფედერაციის ჯარებს ეფექტიანად შეასრულონ ხერსონის ოლქის დაცვის ფუნქცია. ჩვენ ორგანიზებულად, ეტაპობრივად გადავიყვანთ სამოქალაქო მოსახლეობას მარცხენა სანაპიროზე”, – თქვა სალდომ.